ფსიქიკური კეთილდღეობა

რა არის ფსიქიკური კეთილდღეობა?

ფსიქიკური კეთილდღეობა გულისხმობს კარგ თვითგრძნობასა და ოპტიმალურ ფუნქციონირებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფსიქიკურ კეთილდრეობას აღწერს, როგორც კეთილდღეობის მდგომარეობას, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, შეუძლია გაუმკლავდეს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესს, პროდუქტიულად და შედეგიანად იმუშაოს და წვლილი შეიტანოს თავისი სოციუმის ფუნქციონირებაში. 

ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევა ყველასთვის შესაძლებელია, თუკი მისი მნიშვნელობა გაცნობიერებულია, არსებობს შესაბამისი დახმარების, მკურნალობის  და სხვადასხვა ფორმის ზრუნვის ხელმისაწვდომობა — მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს ფსიქიკური აშლილობა.

ფსიქიკური კეთილდღეობის გასაღები სტრესის, ნეგატიური გრძნობებისა და პრობლემების თავიდან აცილება კი არა, ცხოვრებისეული სტრესორებისა და სიტუაციების წარმოშობისთანავე მათთან გამკლავებისთვის მზადყოფნაშია.

Duševní pohoda

ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიძლება გამოწვევის წინაშე დადგეს სხვადასხვა მიზეზით — მაგალითად რთულ სიტუაციებზე მოკლევადიანი რეაქციებით, როგორიცაა სასკოლო ზეწოლა, სამუშაოთან დაკავშირებული სტრესი, ურთიერთობაში კონფლიქტები ან საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული მწუხარება.

თითქმის ყველა ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში, განიცდის ამ მდგომარეობებიდან რამდენიმეს, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ხანგრძლივობით გადაამუშავებს მას. ხშირად, ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებით, ადამიანები პოულობენ სტრატეგიებს, რომლებიც მათთვის ეფექტურია და შეიძლება გამოიყენონ მომავალში, სხვა მსგავსი სიტუაციების დროს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპასი

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფსიქიკური აშლილობის საპირისპირო მდგომარეობა. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც რუკაზე მდებარე არეალი, რომელიც ორ ღერძად იყოფა. რუკაზე გამოყოფილია ოთხი ძირითადი  მიმართულება, რომლებიც ასახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის დინამიკას და მის მრავალფეროვან ფორმებს:

ფჯ კომპასი
  • ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი; არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს დიაგნოზირებული ფსიქიკური აშლილობა, თავს კარგად გრძნობს და ოპტიმალურად ფუნქციონირებს.
  •  სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი; არის ადამიანი, რომელსაც დიაგნოზირებული აქვს ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ წარმატებული მკურნალობისა და შესაძლოა, მედიკამენტების გამოყენებით  თავს კარგად გრძნობს და ოპტიმალურად ფუნქციონირებს. მაგალითად, ფსიქოზური აშლილობის მქონე ადამიანი რემისიაში. 
  • სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი; არის ადამიანი, რომელსაც დიაგნოზირებული აქვს ფსიქიკური აშლილობა და თავს ცუდად გრძნობს ან არ შეუძლია ეფექტურად ფუნქციონირება. ეს შეიძლება იყოს მწვავე ფსიქოზური ფაზა ან მანია, როცა ადამიანი შესაძლოა თავს კარგად გრძნობს, მაგრამ სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. 
  • ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი; არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს დიაგნოზირებული ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ თავს ცუდად გრძნობს და ოპტიმალურად ვერ ფუნქციონირებს. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური ან წარუმატებლობის სხვა გამოწვევებს ებრძვის, ასევე შესაძლოა იყოს ფსიქიკური აშლილობის ადრეულ სტადიაზე მყოფი პირი. 

განურჩევლად იმისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელ არეალში იმყოფებით, ყოველთვის შესაძლებელია „აღმოსავლეთისკენ“ მოძრაობა — ოპტიმალური კეთილდღეობისკენ. 

მსოფლიოში ბევრმა ადამიანმა დაიწყო ეს გზა მაშინ, როდესაც ფსიქიკურად უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენე, თვითდესტრუქციული გამოცდილების მიუხედავადაც კი. თუმცა დღეს ისინი ცხოვრობენ ბედნიერად და სრულფასოვნად ფუნქციონირებენ. 

სხვა ადამიანებს დიდი დრო დასჭირდათ საკუთარ თავზე სამუშაოდ, რათა შეეცვალათ საკუთარი გამოცდილებები, გრძნობები და აზრები და ამით გაეუმჯობესებინათ  ცხოვრების ხარისხი. თქვენც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. შესაძლოა გაგაოცოთ, რამდენად დიდი ცვილებების მოტანა შეუძლია ყველაზე უბრალო ნაბიჯსაც კი — მაგალითად, ჯანსაღი ძილის წესების დაცვას.

Opatruj.se