DUDIT – ნარკოტიკების მოხმარების რისკის შეფასების კითხვარი

ნარკოტიკების მოხმარების რისკის შეფასების კითხვარი (DUDIT)

DUDIT – ნარკოტიკების მოხმარების რისკის შეფასების კითხვარი – შემუშავებულია როგორც AUDIT-ის (ალკოჰოლის საზიანო მოხმარების გამოსავლენი სკრინინგ კითხვარი) პარალელური ინსტრუმენტი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირების გამოვლენის მიზნით.

ქვემოთ წარმოდგენილია კითხვები ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, უპასუხოთ რაც შეიძლება ზუსტად და გულწრფელად. 

ნარკოტიკები

ონლაინ კითხვარი

გთხოვთ, მონიშნოთ პასუხი, რომელიც ყველაზე ზუსტად აღწერს თქვენს გამოცდილებას

რამდენად ხშირად მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს? (ალკოჰოლი არ იგულისხმება)? *


ხომ არ მოიხმართ ორ/რამდენიმე ტიპის ნარკოტიკს ერთ მიღებაზე? *


ნარკოტიკების მოხმარების ტიპიური დღე რომ წარმოიდგინოთ, დღეში რამდენჯერ მოიხმართ ხოლმე? *


რამდენად ხშირად იმყოფებით ნარკოტიკების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ? *


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხომ არ გიგრძვნიათ, რომ ისეთი ძლიერი ლტოლვა გაქვთ ნარკოტიკებისადმი, რომ ვერ უმკლავდებით? *


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხომ არ ყოფილა, რომ ვეღარ შეჩერდით, მას მერე რაც ნარკოტიკების მოხმარება დაიწყეთ? *


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მიიღეთ ნარკოტიკი და შემდეგ, უგულებელყავით ის საქმე, რაც უნდა გაგეკეთებინათ? *


ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენად ხშირად დაგჭირდათ ნარკოტიკის მიღება დილით, მას შემდეგ, რაც წინა დღეს ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყავით? *


ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენად ხშირად გრძნობდით თავს დამნაშავედ ან გაწუხებდათ სინდისი, ნარკოტიკების მოხმარების გამო? *


თქვენს მიერ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად, თქვენ ან სხვა ადამიანს ხომ არ მიადგა ზიანი (ფიზიკური ან ფსიქოლოგიური)? *


თქვენი ნათესავი ან მეგობარი, ექიმი ან მედდა ან სხვა პირი, ხომ არ ყოფილა შეშფოთებული თქვენს მიერ ნარკოტიკების მოხმარების გამო, ან უთქვამს თქვენთვის, რომ უნდა შეწყვიტოთ ნარკოტიკების მოხმარება? *


* — საჭიროა

წყარო: Berman A.H., Bergman H., Palmstierna T. DUDIT (The Drug Use Disorders Identification Test) Manual Version 1.0. Stockholm: Karolinska Institutet, Department of Clinical Neuroscience; 2003. 12 p. URL: https://www.paihdelinkki.fi/sites/default/files/duditmanual.pdf.

Opatruj.se