ჰობი და დასვენება

ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში

შემოქმედება და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ისევე როგორც ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, განუყოფლად არის დაკავშირებული. ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით შემოქმედებითობა მოიცავს  კოგნიტურ პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავს რაიმე ახლის (ორიგინალური, უჩვეულო) და ღირებულის  შექმნას. გასაკვირია, თუმცა შემოქმედებითობა ტრადიციულად ასოცირდება ფსიქიკური აშლილობის სირთულეებთან.

ისეთი გენიოსების ცხოვრებას, როგორებიც არიან პიკასო, ჰემინგუეი ან მოცარტი, ხშირად თან ახლდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გუნებ-განწყობის სირთულეები და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ცნობილი შემოქმედი სავარაუდოდ იტანჯებოდა ფსიქიკური აშლილობებით, ადამიანთა უმრავლესობისთვის ყოველდღიური შემოქმედებითი აქტივობა ხელს უწყობს კეთილდღეობის გაუმჯობესებას, პირადი მიღწევების განცდის გაძლიერებას და პიროვნულ კმაყოფილებას. 

ჰობი

ბევრი ადამიანი იყენებს ხელოვნებასა და შემოქმედებას პიროვნული თვითგამოხატვის წახალისებისთვის, მაგალითად: არტ-თერაპია ან წერა:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელოვნების მეშვეობით თვითგამოხატვა ათავისუფლებს ცნობიერებას და დაგროვილ ემოციებს, რამაც შეიძლება სხვა შემთხვევაში გამოიწვიოს აკვიატებული აზრები ან დისტრესი. 

  • გარდა ამისა, შემოქმედებითი აზროვნების რეგულარული, ყოველდღიური ვარჯიში ადამიანს აძლევს უნარებს, რომლებიც რთულ და გაურკვეველ სიტუაციებში ეხმარება პრობლემების გადაჭრაში. 

  • კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა, როგორც წესი, სირთულეებით არის მოფენილი, რომლებიც ზოგჯერ ახალ პერსპექტივას და არატრადიციულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

რჩევები და რეკომენდაციები

მიეცით თავს ფანტაზირების საშუალება და გამოხატეთ საკუთარი თავი — ეს შეიძლება იყოს ვიზუალური ნამუშევარი,  მოთხრობა ან ლექსი, იმპროვიზაცია თუ მუსიკალური კომპოზიცია. ნუ შეაფასებთ ან გააკრიტიკებთ შედეგს — გახსოვდეთ, მთავარი მიზანია თვითგამოხატვა და საკუთარი უნიკალურობის აღიარება.

თუ უფრო მორცხვი ადამიანი ხართ სცადეთ „მართვადი წარმოსახვის“  მეთოდი, ან ეწვიოთ სახვითი ხელოვნების გამოფენას, რათა გამოსცადოთ თქვენი შემოქმედებითი აღქმა. აღმოაჩინეთ და გამოიკვლიეთ თქვენი ცნობიერების უნიკალური სამყარო.

 

მუსიკა

დაუკარით ან მოუსმინეთ მუსიკას

მუსიკა ერთ-ერთია იმ უნივერსალურ მოვლენათა შორის, რომელიც ყველა კულტურასა და ეპოქას აერთიანებს. ადამიანები უსმენენ მუსიკას, მღერიან, ცეკვავენ, უკრავენ ინსტრუმენტებზე, ან უბრალოდ ტკბებიან მისით. მუსიკა საშუალებას აძლევს ადამიანს გამოხატოს საკუთარი გრძნობები და დაუკავშირდეს სხვებს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, რატომ ახდენს მუსიკა ასეთ ზემოქმედებას ცნობილია, რომ იგი ადამიანებს ყველა ასაკში ეხმარება თავი იგრძნონ უფრო ენერგიულად და ბედნიერად, მაშინაც კი, როდესაც მათი გუნებ-განწყობა დაქვეითებულია ან ემოციური სირთულეები აქვთ. მუსიკალურობასა და ემოციურ ინტელექტს შორის კავშირი დიდი ხანია აღძრავს მეცნიერების ინტერესს, ისევე როგორც მუსიკის გავლენა ემოციების რეგულაციაზე, ყურადღების კონცენტრაციასა და სწავლის პროცესის გაუმჯობესებაზე.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მუსიკა ამცირებს სტრესის ნეგატიურ შედეგებს და ხელს უწყობს შინაგან სიმშვიდეს.

დადასტურებულია, რომ სიმღერა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე — ამცირებს შფოთვას, დეპრესიას და აუმჯობესებს საერთო კეთილდღეობას.


მართლაც, ჯანდაცვის სფეროში,  მუსიკათერაპია აღიარებულია, როგორც ეფექტური მეთოდი თუმცა მუსიკას ხშირად მიმართავენ თვითდახმარებისთვისაც— განწყობის და ემოციების სამართავად. მაგალითად, დანიაში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა,  რომ მუსიკალურად აქტიური მამაკაცები და ქალები უფრო ხშირად აფასებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას დადებითად, ვიდრე ისინი, ვისაც მუსიკასთან იშვიათი შეხება ჰქონდა.
ასევე დადასტურებულია, რომ მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური თვითდახმარების სტრატეგიაა, რომელიც ხელს უწყობს დასვენებასა და მშვიდ ძილს.

რჩევები და რეკომენდაციები

  • მოუსმინეთ თქვენთვის საყვარელ სიმღერებს – გამოყავით საკმარისი დრო მოსასმენად და დასასვენებლად.
  • შეგიძლიათ შექმნათ ახალი პლეილისტი!
  • ჩართე მუსიკა, რომელიც მოგწონს და სურვილის შემთხვევაში შეუთავსე ისინი  ყოველდღიურ საქმიანობებს– იქნება ეს ვარჯიში, ცეკვა, შემოქმედება, საჭმლის მომზადება, ოთახის მცენარეებზე ზრუნვა და ა.შ.
  • ყველას აქვს თავისი მუსიკალური გემოვნება – სცადეთ უფრო ღრმად შეისწავლოთ ის, აღმოაჩინეთ ახალი ჟანრი ან თქვენი საყვარელი შემსრულებლების ახალი კომპოზიცია.
  • ასევე შეგიძლიათ სცადოთ სიმღერა, სტვენა ან თუნდაც ისწავლონ ნოტების კითხვა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.

გაატარეთ დრო ბუნებაში

ბუნებაში გარკვეული დროის გატარება (ან თუნდაც მისი შორიდან თვალიერება) სასარგებლოა ჩვენი კეთილდღეობისთვის — როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. 

  • ბავშვებისთვის ბუნებაში თამაშის წახალისება ეფექტიანი გზაა ისეთი ქრონიკული მდგომარეობების, როგორიცაა სიმსუქნე, პრევენციისა და მართვისთვის და ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას; ამასთან, ეს მიდგომა ხარჯთეფექტიანი და მდგრადია.
  • ბუნებაში გატარებული დრო ამცირებს იმპულსურობასა და შფოთვის ნიშნებს, ამსუბუქებს სტრესს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღებას და შესაძლოა დადებითად აისახოს ზოგად ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც, რადგან ბუნებაში ყოფნა ხშირად მოიცავს მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას, მაგალითად, სეირნობას.

ზემოთ აღნიშნული დადებითი ეფექტები მხოლოდ  ველურ ბუნებასთან არ არის დაკავშირებული — იგივე სარგებლის მიღება შეგიძლიათ თქვენი ქალაქის ჩვეულებრივ პარკშიც!

გაატარე დრო ბუნებაში

რჩევები და რეკომენდაციები

ეცადეთ, ყოველდღიურად გარკვეული დრო  გაატაროთ ბუნებაში. არ არის საჭირო ყოველდღე ჯუნგლებში მოგზაურობა. სკოლაში ან სამსახურში მიმავალ გზაზე არსებულ ბუნებაში ან ქალაქის პარკებში გასეირნება შეიძლება საკმარისი იყოს. ასევე სასარგებლოა  ბუნებაზე დაკვირვება თქვენი ფანჯრებიდან. ბუნება გვთავაზობს უსაზღვრო შესაძლებლობებს დაკვირვებისა და სიამოვნებისთვის, ამიტომ აღმოაჩინეთ და ისიამოვნეთ თქვენს გარშემო არსებული ბუნებით!

Hobbies

იპოვეთ ახალი გატაცებები / ინტერესები

მიუხედავად იმისა, რომ დადებითი ემოციური მდგომარეობები ხელს უწყობს კრეატიულ იდეებს, ჯერ კიდევ ნაკლებად არის შესწავლილი, თუ როგორ შეიძლება შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობამ გავლენა მოახდინოს ემოციურ მდგომარეობებზე, შეამციროს სტრესი ან შფოთვა. ადრეული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ შემოქმედებით აქტივობებში ყოველდღიურმა ჩართულობამ შეიძლება გამოიწვიოს კეთილდღეობის ზრდა, მეტი ენთუზიაზმი და ეს ეფექტი შენარჩუნდეს აქტივობების შემდგომაც. არტთერაპიის ეფექტურობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მყარი საფუძველი აქვს.

აღმოჩნდა, რომ კრეატიულობას კავშირი აქვს ე.წ. ეუდაიმონურ კეთილდღეობასთან, რაც გულისხმობს ოპტიმალურ ფუნქციონირებას, ცხოვრების მიზნის შეგრძნებას და ჩართულობისა და მნიშვნელობის განცდას.

კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენამ , ან თუნდაც მოკლე დროით ცეკვამ, შეიძლება გამოიწვიეს  პოზიტიური განწყობა და შეამციროს  უარყოფითი. ასევე, აღმოჩნდა, ბაღის მოვლა და მიწასთან მუშაობა, დამხმარეა სტრესის შემსუბუქებაში, მათ შორის მწვავე სტრესის დროსაც.

რჩევები და რეკომენდაციები

  • დაისახეთ მიზნად თავდაჯერებულობისა და თვითშეფაების ამაღლება.
  • სცადეთ ისწავლოთ რაიმე ახალი საჭმლის მომზადება, სახლის საქმეების კეთება, ველოსიპედის შეკეთება, ქოთნის შეღებვა, ქსოვა, ახალი მცენარეების დარგვა,  ბლოგის წერა, მუსიკალური პლეილისტი შექმნა ან განახლება, ფოტოების გადაღება ან  რედაქტირება – ან ნებისმიერი სხვა საქმე, რაც გაბედნიერებთ. დღეს ამისთვის ინტერნეტში უამრავი სასარგებლო მასალა არსებობს.
  • არ არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად რომელ ჰობს აირჩევთ; მთავარია, რომ იგი აღვივებდეს თქვენს ინტერესსა და შთაგონებას და სიამოვნებას განიჭებდეთ

გაატარეთ დრო ცხოველებთან ერთად

ცხოველები ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მათი გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად სრულიად ბუნებრივია. თერაპიაში ცხოველის ჩართვა მიზნად ისახავს პაციენტის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური და/ან სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

მეტიც, ცხოველები ფართოდ გამოიყენება ცხოველით მხარდაჭერილ აქტივობებში, რომლებიც ხორციელდება რეკრეაციული და ვიზიტაციის პროგრამების სახით და მიზნად ისახავს განსაკუთრებული  საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარებასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ასეთ პროგრამებში, როგორც წესი, მონაწილეობენ სხვადასხვა ცხოველები (უმეტესად ძაღლები, კატები ან ცხენები), რომლებიც სპეციალურად არიან გაწვრთნილნი მშვიდი, მორჩილი და დამამშვიდებელი ქცევისათვის.

თუმცა, კვლევები და პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი ჩარევები შესაძლოა ეფექტური იყოს ასევე გაუწვრთნელი ცხოველების შემთხვევაშიც და სხვადასხვა სახეობის ცხოველებთან ურთიერთობისას — მათ შორის მღრღნელებთან, თუთიყუშებთან, ლამებთან, კუებთან და სხვა.

დრო შინაურ ცხოველებთან

ცხოველების ფსიქოთერაპიაში ჩართვა  დადებით გავლენას ახდენს ქცევითი და ფსიქოლოგიური სიმპტომების ფართო სპექტრზე. ისინი ხელს უწყობს კომფორტისა და უსაფრთხოების განცდის გაძლიერებას, ზრდის მოტივაციას, ამაღლებს თვითშეფასებას, ზრდის პროსოციალურ ქცევას და ამცირებს ქცევით სირთულეებს. 

ცხოველით მხარდაჭერილი თერაპიის (AAT) ტექნიკები გამოიყენება დეპრესიის, დემენციის, გაფანტული სკლეროზის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, ინსულტის, ზურგის ტვინის დაზიანებისა და შიზოფრენიის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, ასევე სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში.

გარდა ამისა, ცხოველით მხარდაჭერილ ჩარევებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალიატიურ ზრუნვაში როგორც პედიატრიულ პაციენტებთან, ასევე დემენციის მქონე ხანდაზმულებთან მუშაობისას. ცხოველებთან ურთიერთობა, როგორც გამოჩნდა, დადებითად მოქმედებს ტკივილის შემცირების, დეპრესიის, შფოთვისა და აგრესიულობის კლების, ასევე სოციალური ურთიერთობების ზრდის მიმართულებით.

ასევე, ცხოველები ხშირად გამოიყენება ფიზიოთერაპიასა და ოკუპაციურ თერაპიაში, განსაკუთრებით ე.წ ჰიპოთერაპიის (hippotherapy) ფორმით, როცა თერაპევტი ცხენის ბუნებრივ მოძრაობებს იყენებს ნევროლოგიური ფუნქციების და სენსორული პროცესების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ნევროლოგიური დიაგნოზის, მაგალითად ცერებრალური დამბლის, მქონე პაციენტებში. თუმცა, ცხოველებთან კონტაქტის პოტენციური სარგებელი შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

რჩევები და რეკომენდაციები

  • თუ თქვენ გყავთ ძაღლი ან სხვა ცხოველი, რომელსაც სჭირდება გარეთ გასეირნება, გამოყავით დრო ამისთვის — ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ცხოველის, არამედ თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც.
  • ცხოველთან რეგულარულ  კონტაქტს შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრება. დაუთმეთ დრო თქვენს შინაურ მეგობარს — იგი დააფასებს ამას და გამოავლენს თავის ერთგულებას.
  • თუ ცხოველი არ გყავთ, სთხოვეთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს მოიყვანონ თავიანთი ცხოველები თქვენთ ან ესტუმრეთ მათ. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ფერმა ან ცხოველთა თავშესაფარი.
  • ნუ შეგრცხვებათ თქვენს შინაურ ცხოველთან ან ცხოველებთან საუბრის, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიტყვიერი პასუხი არ შეუძლიათ, ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან თქვენი ხმისა და ტონის მიმართ.
  • მაქსიმალურად გაატარეთ დრო ბუნებაში — სუფთა ჰაერი, მცენარეები და ადგილობრივი ფლორა და ფაუნა სასარგებლო და სასიამოვნო იქნება თქვენი ჯანმრთელობისა და განწყობისთვის.
  • რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში - სუფთა ჰაერი, ადგილობრივი ფლორა და ფაუნა სასარგებლო და სასიამოვნო იქნება თქვენი ჯანმრთელობისა და განწყობისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში
  1. Richards, R., (2010). Everyday creativity: Process and way of life – four key issues. In J. C. Kaufman & R. J. Sternberg (Eds.), The Cambridge Handbook of Creativity (pp. 189-216). Cambridge University Press doi.org/10.1017/CBO9780511763205.013
  2. Sternberg, R. J., & Lubart, T. I. (1999). The concept of creativity: Prospects and paradigms. In R. J. Sternberg (Ed.), Handbook of Creativity (p. 3–15). Cambridge University Press. doi.org/10.1017/CBO9780511807916.003
  3. Gostoli, S., Cerini, V., Piolanti, A., & Rafanelli, C. (2017). Creativity, bipolar disorder vulnerability and psychological well-being: A preliminary study. Creativity Research Journal, 29(1), 63-70. https://doi.org/10.1080/10400419.2017.1263511
  4. Kaufman, J. C. (Ed.). (2014). Creativity and mental illness. Cambridge University Press. doi.org/10.1017/CBO9781139128902
  5. Silvia, P.J., & Kaufman, B.J, (2010) Creativity and mental illness. In J. C. Kaufman & R. J. Sternberg (Eds.) The Cambridge Handbook of Creativity (pp. 381-394). Cambridge University Press doi.org/10.1017/CBO9780511763205.024
  6. Kaufman, J. C. (Ed.). (2014). Creativity and mental illness. Cambridge University Press. doi.org/10.1017/CBO9781139128902
  7. Cameron, M., Crane, N., Ings, R., & Taylor, K. (2013). Promoting well-being through creativity: How arts and public health can learn from each other. Perspectives in Public Health, 133(1), 52-59. https://doi.org/10.1177/1757913912466951
  8. Pennebaker, J., Kiecolt-Glaser, J., & Glaser, R. (1988). Disclosure of trauma and immune function: Health implications for psychotherapy. Journal of Consulting and Clinical Psychology, 56, 239–245. https://doi.org/10.1037/0022-006X.56.2.239
  9. Zausner, T. (2007). Artist and audience: Everyday creativity and visual art. In R. Richards (Ed.), Everyday Creativity and New Views of Human Nature (pp. 75–89). Washington, DC: American Psychological Association. doi.org/10.1037/11595-003
  10. Richards, R., (2010). Everyday creativity: Process and way of life – four key issues. In J. C. Kaufman & R. J. Sternberg (Eds.), The Cambridge Handbook of Creativity (pp. 189-216). Cambridge University Press https://doi.org/10.1017/CBO9780511763205.013
  11. Gordon, J., & O’Toole, L. (2015). Learning for well-being: creativity and inner diversity. Cambridge Journal of Education, 45(3), 333-346. https:// doi.org/10.1080/0305764X.2014.904275
  12. Levy, B., & Langer, E. (1999). Aging. In M. Runco & S. Pritzker (Eds.), Encyclopedia of Creativity (pp. 45–52). San Diego: Academic Press.
  13. Price, K. A., & Tinker, A. M. (2014). Creativity in later life. Maturitas, 78(4), 281-286. https://doi.org/10.1016/j.maturitas.2014.05.025
  14. Gillam, T. (2018). Creativity, wellbeing and mental health practice. Palgrave Studies in Creativity and Culture https://doi.org/10.1007/978-3-319-74884-9
  15. Helzer, E. G., & Kim, S. H. (2019). Creativity for workplace well-being. Academy of Management Perspectives, 33(2), 134-147. https://doi.org/10.5465/amp.2016.0141
  16. Zausner, T. (2007). Artist and audience: Everyday creativity and visual art. In R. Richards (Ed.), Everyday Creativity and New Views of Human Nature (pp. 75–89). Washington, DC: American Psychological Association. https://doi.org/10.1037/11595-003
  17. Pennebaker, J., Kiecolt-Glaser, J., & Glaser, R. (1988). Disclosure of trauma and immune function: Health implications for psychotherapy. Journal of Consulting and Clinical Psychology, 56, 239–245. https://doi.org/10.1037/0022-006X.56.2.239
  18. Schwenke, D., Dshemuchadse, M., Rasehorn, L., Klarhölter, D., & Scherbaum, S. (2020). Improv to improve: The impact of improvisational theater on creativity, acceptance, and psychological well-being. Journal of Creativity in Mental Health, 1-18. https://doi.org/10.1080/15401383.2020.1754987
  19. Arbuthnott, K. D., & Sutter, G. C. (2019). Songwriting for nature: increasing nature connection and well-being through musical creativity. Environmental Education Research, 25(9), 1300-1318. https://doi.org/10.1080/13504622.2019.1608425
  20. Lepore, S. J., & Smyth, J. M. (2002). The writing cure: How expressive writing promotes health and emotional well-being. Washington, DC: American Psychological Association. https://doi.org/10.1037/10451-000
  21. De Rooij, A., Corr, P. J., & Jones, S. (2015). Emotion and creativity: Hacking into cognitive appraisal processes to augment creative ideation. In Proceedings of the 2015 ACM SIGCHI Conference on Creativity and Cognition (pp. 265-274). https://doi.org/10.1145/2757226.2757227
  22. Richards, R., (2010). Everyday creativity: Process and way of life – four key issues. In J. C. Kaufman & R. J. Sternberg (Eds.), The Cambridge Handbook of Creativity (pp. 189-216). Cambridge University Press https://doi.org/10.1017/CBO9780511763205.013
დაუკარით ან მოუსმინეთ მუსიკას
  1. Bonde, L. O., & Theorell, T. P. (2018). Music and Public Health. (L. O. Bonde & T. Theorell, Eds.). Cham: Springer International Publishing. https://doi.org/10.1007/978-3-319-76240-1
  2. Theorell, T. P., Lennartsson, A.-K., Mosing, M. A., & Ullén, F. (2014). Musical activity and emotional competence – a twin study. Frontiers in Psychology, 5(JUL), 1–8. https://doi.org/10.3389/fpsyg.2014.00774
  3. Montello, L., & Coons, E. E. (1998). Effects of Active Versus Passive Group Music Therapy on Preadolescents with Emotional, Learning, and Behavioral Disorders. Journal of Music Therapy, 35(1), 49–67. https://doi.org/10.1093/jmt/35.1.49
  4. Pelletier, C. L. (2004). The Effect of Music on Decreasing Arousal Due to Stress: A Meta-Analysis. Journal of Music Therapy, 41(3), 192–214. https://doi.org/10.1093/jmt/41.3.192
  5. Ekholm, O., Juel, K., & Bonde, L. O. (2016). Associations between daily musicking and health: Results from a nationwide survey in Denmark. Scandinavian Journal of Public Health, 44(7), 726–732. https://doi.org/10.1177/1403494816664252
  6. Kim, J., & Stegemann, T. (2016). Music listening for children and adolescents in health care contexts: A systematic review. Arts in Psychotherapy, 51, 72–85. https://doi.org/10.1016/j.aip.2016.08.007
  7. McFerran, K. S., Hense, C., Koike, A., & Rickwood, D. (2018). Intentional music use to reduce psychological distress in adolescents accessing primary mental health care. Clinical Child Psychology and Psychiatry, 23(4), 567–581. https://doi.org/10.1177/1359104518767231
  8. Ekholm, O., Juel, K., & Bonde, L. O. (2016). Associations between daily musicking and health: Results from a nationwide survey in Denmark. Scandinavian Journal of Public Health, 44(7), 726–732. https://doi.org/10.1177/1403494816664252
  9.  de Niet, G., Tiemens, B., Lendemeijer, B., & Hutschemaekers, G. (2009). Music-assisted relaxation to improve sleep quality: meta-analysis. Journal of Advanced Nursing, 65(7), 1356–1364. doi.org/10.1111/j.1365-2648.2009.04982.x
გაატარეთ დრო ბუნებაში
  1. McCurdy, L. E., Winterbottom, K. E., Mehta, S. S., & Roberts, J. R. (2010). Using nature and outdoor activity to improve children's health. Current problems in pediatric and adolescent health care, 40(5), 102-117. 
  2. Berry, M. S., Repke, M. A., Nickerson, N. P., Conway III, L. G., Odum, A. L., & Jordan, K. E. (2015). Making time for nature: Visual exposure to natural environments lengthens subjective time perception and reduces impulsivity. PLoS ONE, 10(11), e0141030. 
  3. Kotera, Y., Richardson, M., & Sheffield, D. (2020). Effects of shinrin-yoku (forest bathing) and nature therapy on mental health: A systematic review and meta-analysis. International Journal of Mental Health and Addiction, 1-25. 
  4. Bratman, G. N., Hamilton, J. P., & Daily, G. C. (2012). The impacts of nature experience on human cognitive function and mental health. Annals of the New York Academy of Sciences, 1249(1), 118-136. 
  5. Bratman, G. N., Hamilton, J. P., & Daily, G. C. (2012). The impacts of nature experience on human cognitive function and mental health. Annals of the New York Academy of Sciences, 1249(1), 118-136.
იპოვეთ ახალი გატაცებები / ინტერესები
  1. Baas, De Dreu, & Nijstad, 2008
  2. Forgeard, M. J. C., & Elstein, J. G. (2014). Advancing the clinical science of creativity. Frontiers in Psychology, 5(JUN). https://doi.org/10.3389/fpsyg.2014.00613
  3. Conner, T. S., DeYoung, C. G., & Silvia, P. J. (2018). Everyday creative activity as a path to flourishing. The Journal of Positive Psychology, 13(2), 181–189. https://doi.org/10.1080/17439760.2016.1257049
  4. Bell, C. E., & Robbins, S. J. (2007). Effect of Art Production on Negative Mood: A Randomized, Controlled Trial. Art Therapy, 24(2), 71–75. https://doi.org/10.1080/07421656.2007.10129589
  5. Ryan, R. M., & Deci, E. L. (2001). On Happiness and Human Potentials: A Review of Research on Hedonic and Eudaimonic Well-Being. Annual Review of Psychology, 52(1), 141–166. https://doi.org/10.1146/annurev.psych.52.1.141
  6. Schellenberg, E. G., Nakata, T., Hunter, P. G., & Tamoto, S. (2007). Exposure to music and cognitive performance: tests of children and adults. Psychology of Music, 35(1), 5–19. https://doi.org/10.1177/0305735607068885
  7. Campion, M., & Levita, L. (2014). Enhancing positive affect and divergent thinking abilities: Play some music and dance. The Journal of Positive Psychology, 9(2), 137–145. doi.org/10.1080/17439760.2013.848376
  8. Van Den Berg, A. E., & Custers, M. H. G. (2011). Gardening Promotes Neuroendocrine and Affective Restoration from Stress. Journal of Health Psychology, 16(1), 3–11. doi.org/10.1177/1359105310365577
გაატარე დრო შენს შინაურ ცხოველთან ერთად
  1. Muñoz Lasa S, Ferriero G, Brigatti E, Valero R, Franchignoni F. Animal-assisted interventions in internal and rehabilitation medicine: a review of the recent literature. Panminerva Med. 2011 Jun;53(2):129-36.
  2. Marcus DA. The science behind animal-assisted therapy. Curr Pain Headache Rep. 2013 Apr;17(4):322. doi: 10.1007/s11916-013-0322-2.
  3. Amerine JL, Hubbard GB. Using Animal-assisted Therapy to Enrich Psychotherapy. Adv Mind Body Med. 2016 Summer;30(3):11-1.
  4. Charry-Sánchez JD, Pradilla I, Talero-Gutiérrez C. Animal-assisted therapy in adults: A systematic review. Complement Ther Clin Pract. 2018 Aug;32:169-180. doi: 10.1016/j.ctcp.2018.06.011. 
  5. Gilmer MJ, Baudino MN, Tielsch Goddard A, Vickers DC, Akard TF. Animal-Assisted Therapy in Pediatric Palliative Care. Nurs Clin North Am. 2016 Sep;51(3):381-95. doi: 10.1016/j.cnur.2016.05.007.
  6. Peluso S, De Rosa A, De Lucia N, Antenora A, Illario M, Esposito M, De Michele G. Animal-Assisted Therapy in Elderly Patients: Evidence and Controversies in Dementia and Psychiatric Disorders and Future Perspectives in Other Neurological Diseases. J Geriatr Psychiatry Neurol. 2018 May;31(3):149-157. doi: 10.1177/0891988718774634.
  7. Klimova B, Toman J, Kuca K. Effectiveness of the dog therapy for patients with dementia - a systematic review. BMC Psychiatry. 2019 Sep 6;19(1):276. doi: 10.1186/s12888-019-2245-x.
  8. Sterba JA. Does horseback riding therapy or therapist-directed hippotherapy rehabilitate children with cerebral palsy? Dev Med Child Neurol. 2007 Jan;49(1):68-73. doi: 10.1017/s0012162207000175.x.

 

 

Opatruj.se