ფსიქიკური აშლილობა

ფსიქიკური აშლილობის ამოცნობა

 

ფსიქიკური აშლილობა არის კლინიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებზე სასაუბროდ, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის კეთილდღეობასა და ფუნქციონირების უნარს. არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური აშლილობა, რომლებიც სხვადასხვაგვარად ვლინდება. თუმცა, მათთვის საერთო შეიძლება იყოს არაორდინალური აზრების, წარმოდგენების, ემოციების, ქცევითი რეაქციებისა და სხვებთან ურთიერთობის სირთულეების ერთობლიობა. 

ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური აშლილობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ან აშლილობები ბავშვების დაახლოებით 20%-ს აღენიშნება. კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქიკური აშლილობებისა და დაავადებების სულ მცირე 70%-ი ბავშვობასა და მოზარდობაში ვლინდება. 

ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზები ხშირად მრავალფაქტორიანია. ადამიანის ცხოვრებაზე  მოქმედებს რისკ-ფაქტორების მთელი რიგი, მათ შორის მემკვიდრეობითი, პიროვნული, სოციალური და გარემოს ფაქტორები.

ფსიქიკური აშლილობა

ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები (დადასტურებული საერთაშორისო კრიტერიუმებით) შეიძლება საჭიროებდნენ მკურნალობას ან ჩარევას სათანადოდ კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან. მკურნალობას შეუძლია გააუმჯობესოს, როგორც სიმპტომები, ისე ფუნქციონირება, თავიდან აიცილოს დაავადების გამეორება და ასევე შეამციროს მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის კეთილდღეობაზე (მაგ: დეპრესიის, ადრეულ ეტაპზე, ეფექტურმა მკურნალობამ შეიძლება თავიდან აგარიდოთ სამსახურის დაკარგვა ან სირთულეები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში).


მკურნალობისა და სათანადო მხარდაჭერის მეშვეობით შესაძლებელია ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტირება და ოპტიმალური ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევა. ფსიქიკური კეთილდღეობის აღდგენა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებითა და აშლილობებით მცხოვრები ყველა ასაკის ადამიანისთვის, გამოჯანმრთელებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. როდესაც დაავადება პირველად ვითარდება ან პირველადაა დიაგნოზირებული, მისი მართვა შეიძლება დამანგრეველი და რთული იყოს.

ადრეული ჩარევისა და შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, დროთა განმავლობაში შეუძლიათ მიაღწიონ ოპტიმალურ ფსიქიკურ კეთილდღეობას.

more info

Children and adolescents

შფოთვითი აშლილობები

ბავშვებში შფოთვითი აშლილობები გამოიხატება მუდმივი შიშებით, გადაჭარბებული წუხილით ან დაძაბულობით, რაც ხელს უშლის მათ თამაშში, სწავლის პროცესში ან ასაკისთვის შესაფერის სოციალურ აქტივობებში მონაწილეობას. 

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)

ADHD-ის მქონე ბავშვებს უჭირთ ყურადღების გამახვილება, ხშირად ავლენენ იმპულსურ ქცევას და ჰიპერაქტიურობას ბევრად მეტად, ვიდრე მათი თანატოლები.

აუტისტური სპექტრის აშლილობა (ასშ)

აუტისტური სპექტრის აშლილობა ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება ადრეულ ბავშვობაში, როგორც წესი 3 წლამდე. მისი სიმძიმე განსხვავდება, მაგრამ საერთო ჯამში, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვს უჭირთ კომუნიკაცია და ურთიერთობა გარემოსთან.

კვებითი  აშლილობები

კვებითი აშლილობები მოიცავს არაჯანსაღ შეხედულებებს წონაზე და წონის კლებაზე, ასევე საკვების მიღების და დიეტის არასწორ ჩვევებს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ემოციური და სოციალური დისფუნქცია, ასევე სიცოცხლისთვის საშიში ფიზიკური გართულებები.

more info

 

დეპრესია და სხვა გუნებ-განწყობის აშლილობები

დეპრესია არის მუდმივი სევდის განცდა და ინტერესების დაკარგვა, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებას და ურთიერთობას გარემოსთან.
ბიპოლარული აშლილობა გამოიხატება განწყობის მკვეთრ  ცვალებადობაში — დეპრესიულ პერიოდებს შესაძლოა მოჰყვეს უკიდურესი ამაღლებული გუნებ-გსნწყობა ან დაუფიქრებელი, რისკიანი და სახიფათო ქცევა. 

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)

PTSD გამოიხატება ხანგრძლივი ემოციური დისტრესით, შფოთვით, შემაწუხებელი მოგონებებით, ღამის კოშმარებით და დესტრუქციული ქცევით, რაც ვითარდება ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, ტრავმის ან სხვა ტრავმული მოვლენების საპასუხოდ. 

შიზოფრენია

შიზოფრენია არის აღქმისა და აზროვნების პათოლოგია, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს, ბოდვებს, აზროვნებისა და ქცევით დარღვევებს.

Adults and eldery

შფოთვა და პანიკური შეტევები

შფოთვა გარკვეულწილად ბუნებრივი მდგომარეობაა. შფოთვა გვეხმარება უკეთ კონცენტრირებაში ან ჩვენთვის საფრთხის შემცველი სიტუაციის წინაშე დგომაში. ის პრობლემად იქცევა, თუ უფრო და უფრო ხშირად ხდება და თუ არ გამომდინარეობსკონკრეტული სიტუაციიდან. შფოთვა ემოციების რთული კომბინაციაა, მათ შორის შიშისა და ცუდი წინათგრძნობების. მას ხშირად თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, გულისრევა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი და ხელების კანკალი. შფოთვა შეიძლება იყოს მწვავე, ხანმოკლე ან ხანგრძლივი. შფოთვის ინტენსივობა მერყეობს, მსუბუქი მოუსვენრობიდან პანიკის მდგომარეობამდე.

ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობა არის დიაგნოზი, რომელის დროსაც ადამიანი განიცდის გუნებ-განწყობის მკვეთრი ცვლილებების მონაცვლეობას - დაბალიდან (დეპრესიული)  უჩვეულოდ ამაღლებულამდე (მანიაკალური) და პირიქით.

დეპრესია

დეპრესია დღესდღეობით ხშირად გამოყენებული ტერმინია. ეს არის დიაგნოზი, რომელიც ისმება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან დაქვეითებულ გუნებ-განწყობას და  უჭირთ ან თითქმის ვერ ახერხებენ სიცოცხლისგან სიამოვნების მიღებას. დეპრესია წარმოადგენს სერიოზულ, ხანგრძლივ ფსიქიკურ აშლილობას, რომელიც გამოვლინდება სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითებით ან სრულად დაკარგვით, დათრგუნული გუნებ-განწყობითა და პათოლოგიური სევდით. დეპრესიული ადამიანები ხშირად გრძნობენ იმედგაცრუებასა და უიმედობას, მათ აკლიათ მოტივაცია. ისინი ასევე ცხოვრობენ შფოთვასთან, მარტოობის განცდასთან, უსარგებლობის ან დანაშაულის შეგრძნებასთან, დაბალ თვითშეფასებასთან, დაღლილობასთან, ყურადღებისა დაკონცენტრაციის სირთულეებთან ერთად. ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს მომატებულიაგრესიაც.

კვებითი აშლილობა

კვებითი აშლილობის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც  ადამიანს აქვს არაჯანსაღი, პრობლემური აზრები, გრძნობები და ქცევა საკვებთან და თავის სხეულის ფორმასთან დაკავშირებით.

more info

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა)

პტსა ვლინდება ადამიანებში, რომლებიც ტრავმული გამოცდილების შემდეგ განიცდიან მუდმივ ემოციურ დისტრესს, შფოთვას, შემაწუხებელ მოგონებებს, ღამის კოშმარებს და დესტრუქციულ ქცევას. სიმპტომებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ადაპტაციის აშლილობა

ადაპტაციის აშლილობა შფოთვითა და დეპრესიული გუნებ-განწყობით ხშირად ცნობილია, როგორც სიტუაციური დეპრესია. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როცა ადამიანს უჭირს გარკვეულ სტრესულ ვითარებასთან ან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებასთან შეგუება და გამკლავება.

ფსიქოზი

ფსიქოზის დროს ადამიანი სამყაროს აღიქვამს სხვებისგან განსხვავებულად — მას შეიძლება ჰქონდეს ჰალუცინაციები, ბოდვები ან ორივე ერთად.

შიზოფრენია

შიზოფრენია არის დიაგნოზი, რომელიც ისმება მაშინ, როცა ადამიანს აქვს ფსიქოზის სიმპტომები (მაგალითად, ჰალუცინაციები ან ბოდვები) და ამასთან ერთად ე.წ "ნეგატიური სიმპტომები".

 

 

Opatruj.se