გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სკრინინგ კითხვარი (GAD-7)

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სკრინინგი GAD-7

GAD-7 გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შესაფასებელი 7-პუნქტიანი სკრინინგ კითხვარია, რომელიც დაგეხმარებათ მეტი შეიტყოთ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი  სიმპტომებისა და  სირთულეების შესახებ. თქვენი პასუხების მიხედვით, კითხვარის ქულა დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი შფოთვის დონე.

ეს კითხვარი ფართოდ გამოიყენება  კვლევებში, ზრდასრული რესპონდენტების, შფოთვის დონის შესამოწმებლად.

მონიშნეთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი პასუხი.  ჯამში შეგიძლიათ მიიღოთ 0-დან 21 ქულამდე.

კითხვარი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის და  მოზარდებისთვის, 14 წლიდან. 14 წელზე დაბალი ასაკის  ბავშვების მიერ მიღებული შედეგები არ არის სანდო.

ონლაინ კითხვარი

ბოლო 2 კვირის განმავლობაში რამდენად ხშირად შეგაწუხათ ქვემოთ ჩამოთვლილმა პრობლემებმა:

ნერვიულობა, შფოთვა, განცდა იმისა, რომ უკიდურესობამდე ხართ მისული - „წკიპზე ხართ“ *


უუნარობა შეგეწყვიტათ ან გეკონტროლებინათ შფოთვა *


ზედმეტი ნერვიულობა სხვადასხვა საკითხებზე *


განტვირთვის/სიმშვიდის მოპოვების სირთულე *


ისეთი მოუსვენრობა, რომ ჭირს ერთ ადგილას ჯდომა *


ადვილად წყენა ან გაღიზიანებადობა *


შიში იმისა, რომ რაიმე საშინელება შეიძლება მოხდეს *


* — საჭიროა

სტანდარტიზებული კითხვარები მხოლოდ საორიენტაციოა და თავისთავად არ უნდა იყოს დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი.სკრინინგი გამოიყენება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის სწრაფი შემოწმებისთვის. თუ თქვენი შედეგები მიუთითებს, რომ შეიძლება გქონდეთ სირთულეები ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების სიმპტომები, ან თუ თავად განიცდით მსგავს პრობლემებს, ნუ შეგეშინდებათ ვინმესთან დაკავშირება. ეს შეიძლება იყოს თქვენი ახლობელი ადამიანი ან კვალიფიციური სპეციალისტი.

Opatruj.se