რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რატომ უნდა ვიცოდეთ მეტი მის შესახებ ან რატომ უნდა ვიზრუნოთ მასზე?
ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობების არარსებობაა, არამედ ადამიანის კეთილდღეობის საფუძველია. შესაძლებლობაა იმისა, რომ გამოვავლინოს უნარები, შეძლოს ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად იმუშაოს და მიიღოს სიამოვნება.
ამჟამად მიმდინარე საგანგებო მოვლენების გამო, ბევრი ადამიანი განიცდის მათთვის უჩვეულო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვერ მოახერხოთ მიმდინარე სიტუაციის ზოგიერთი რთული ასპექტის შეცვლა, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი რეაგირება მათზე და ის, თუ როგორ მოქმედებს ეს თქვენს ფსიქიკაზე.
გააძლიერეთ თქვენი ფსიქოლოგიური მედეგებოა და იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. საიტზე ნახავთ მასალებს, იმის შესახებ თუ როგორ შეგიძლიათ საკუთარ თავს დაეხმაროთ. წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია სამეცნიერო საფუძველზეა დამყარებული და კვლევებით არის განმტკიცებული.
შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენ უკვე ბევრს აკეთებთ მოცემული რეკომენდაციებიდან, მაგრამ, შესაძლოა, მეტი გაინტერესებთ. რატომ არ უნდა სცადოთ? შეგიძლიათ დაიწყოთ ერთ-ერთი კითხვარით ან მეტი შეიტყოთ ტერმინებისა და ცნებების შესახებ განყოფილებაში - „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ . „თვითზრუნვის“ განყოფილებაში ნახავთ, რომ არსებობს მრავალი გზა, თუ როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, რომელიმე მათგანი სწორედ თქვენთვის იყოს შესაფერისი.
ბევრმა ადამიანმა დაიწყო ზრუნვა საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მაშინ, როცა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, თვითდესტრუქციული გამოცდილების მიუხედავადაც კი. თუმცა დღეს ისინი ბედნიერ და სრულფასოვან ცხოვრებას ეწევიან, თავს კარგად გრძნობენ და ფუნქციონირებენ. ზოგიერთს დიდი ხნის განმავლობაში მოუწია საკუთარ თავზე მუშაობა, რათა შეეცვალა საკუთარი მდგომარეობა, გრძნობები და აზრები და ამით გაეუმჯობესებინათ ცხოვრების ხარისხი. თქვენც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. შეიძლება გაგაოცოთ, რამდენად დიდი ცვლილება შეუძლია მოიტანოს მცირედმაც — მაგალითად, ჯანსაღი ძილის წესების დაცვამ.


