დაიწყეთ მოხალისეობა
მოხალისეობა დაკავშირებულია კეთილდღეობასა და საკუთარი ჯანმრთელობის პოზიტიურ აღქმასთან.
განსაკუთრებით სასარგებლოა რეგულარული, სისტემატური მოხალისეობა;
კვლევები თანახმად, მოხალისეობრივი პრაქტიკით მეტ სარგებელს იღებენ სოციალურად ნაკლებად ინტეგრირებული ადამიანები;
განსაკუთრებით, ხანდაზმული ადამიანებისთვის მოხალისეობა დაკავშირებულია თვითშეფასების, ჯანმრთელობისა და ფუნქციონირების დონის ნელ დაქვეითებასთან;
პროდუქტიულ აქტივობებში მონაწილეობამ (მოხალისეობა, სხვისი დახმარება) შეიძლება შეამციროს დეპრესიული სიმპტომები;
მოხალისეობა ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას.
რჩევები და რეკომენდაციები
- იპოვეთ სფერო, სადაც შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ, როგორც მოხალისემ — საქმიანობა, რომელიც თქვენს ინტერესებს შეესაბამება, საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ თქვენი უნარები და მოგანიჭებთ სიამოვნებას.
- მოიძიეთ სხვადასხვა ორგანიზაცია და დაინტერესდით მათი საქმიანობით, იპოვეთ ისეთი, რომელიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს, უნარებსა და ღირებულებებს.
- მოხალისეობა შეიძლება მოიცავდეს მრავალფეროვან აქტივობებს (სასწავლო პროგრამები, საკვების ან სხვა რესურსების შეგროვება, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზება და სხვა) და ადაპტირებული იყოს სხვადასხვა ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებისთვის.
- მოხალისეობრივი ორგანიზაციები ასევე მუშაობენ კონკრეტულ ჯგუფებთან (ბავშვები, უცხოელები, ონკოლოგიური პაციენტები, უსახლკაროები, მარტოხელა მშობლები და სხვ.).
მოხალისეობრივ საქმიანობას შეუძლია ახალი ენერგია შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, დაგეხმარებათ საინტერესო ადამიანების გაცნობაში, ცოდნის გაზიარებასა და ახალი უნარების შეძენაში.
გამოყენებული ლიტერატურა
მოხალისეობრივი პრაქტიკა
- Von Bonsdorff, M. B., & Rantanen, T. (2011). Benefits of formal voluntary work among older people. A review. Aging Clinical and Experimental Research, 23(3), 162–169. doi:10.1007/bf03337746
- Piliavin, J. A., & Siegl, E. (2007). Health Benefits of Volunteering in the Wisconsin Longitudinal Study. Journal of Health and Social Behavior, 48(4), 450–464. doi:10.1177/002214650704800408
- Lum, T. Y., & Lightfoot, E. (2005). The Effects of Volunteering on the Physical and Mental Health of Older People. Research on Aging, 27(1), 31–55. doi:10.1177/0164027504271349
- Anderson, N. D., Damianakis, T., Kröger, E., Wagner, L. M., Dawson, D. R., … Cook, S. L. (2014). The benefits associated with volunteering among seniors: A critical review and recommendations for future research. Psychological Bulletin, 140(6), 1505–1533. doi:10.1037/a0037610
