მიიღეთ ინფორმაცია

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ბოლო წლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ წარმოდგენები მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს ჩვენ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას აღვიქვამთ, როგორც პოზიტიურ მდგომარეობას, რომლის მიღწევაც თითოეულ ადამიანს შეუძლია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას ასე განსაზღვრავს:  „ეს არის კეთილდღეობის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ყოველდღიურ სტრესთან გამკავება, პროდუქტიულად და ნაყოფიერად მუშაობა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა თავისი სოციუმის ფუნქციონირებაში.“ 

ფსიქიკური ჯანმრთელობა ბინარული მდგომარეობა არ არის — არ არსებობს ადამიანები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „ფსიქიკურად ჯანმრთელები“ ან „ფსიქიკურად ავადები“ არიან. ფიზიკური ჯანმრთელობაც არა მხოლოდ დაავადების არქონაა, არამედ ფიზიკური შესაძლებლობების ოპტიმალური დონეა. 

ცხოვრების განმავლობაში, ადამიანთა უმრავლესობის ჯანმრთელობის დგომარეობა მერყეობს იდეალურსა და არასასურველს შორის. 

 

ქალი თავზე ყვავილებით

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როგორც დადებითად ისე უარყოფითად — ფიზიკური და სოციალური გარემო, ურთიერთობები, სამედიცინო მდგომარეობა და სხვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მისი ხელშეწყობა შეიძლება სასარგებლო იყოს ყველასთვის. ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა გულისხმობს ინდივიდების, ოჯახებისა და ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერებას პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი სასურველი შედეგია.

არსებობს გზები, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ყოველდღიურ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერი და პროდუქტიული მუშაობა და ასევე წვლილის შეტანა საკუთარ თემში, თუ იგი აღიარებს და იყენებს შესაბამისი მოვლისა და მკურნალობის ფორმებს.

 

Opatruj.se