სიმპტომები და ნიშნები

ფსიქიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ნიშნებისა და სიმპტომების ცოდნა თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნაბიჯია.ეს ცოდნა აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და გავაცნობიეროთ საკუთარი საჭიროებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვიყოთ დავეხმაროთ მეგობრებს, ნათესავებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებს განიცდიან და რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. ფსიქიკურიმა აშლილობამ, მკურნალობის გარეშე , შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ტანჯვა, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, სოციალური იზოლაცია და სუიციდიც კი. 

თუ ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, გადადით განყოფილებაში მულტიმედია.

ხელები-სარკე-სიმპტომები

შფოთვა

შფოთვითი მდგომარეობები - ზრდასრულები

ზოგადი სიმპტომები:

  • ზედმეტი შფოთვა ნებისმიერ საკითხზე;
  • განწყობის ხშირი ცვალებადობა;
  • მუდმივი დაღლილობა და სისუსტე;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • გაღიზიანებადობა, ნერვოზულობა;
  • კონცენტრაციის უუნარობა და სწრაფი გადაღლილობა;
  • ძილის სირთულეები (ძნელად ჩაძინება და გაღვიძება);
  • კვებითი ჩვევების დარღვევა;
  • გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა;
  • კუნთების დაძაბულობა.

ვეგეტატიური სიმპტომები:

  • გულისცემის გახშირება;
  • ტკივილი გულის არეში ;
  • ჰიპერვენტილაცია, ჰაერის ნაკლებობის შეგრძნება;
  • გულ-მკერდის არეში მტკივნეული შეგრძნებები;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი;
  • მომატებული ოფლიანობა, სველი ხელისგულები.
შფოთვითი მდგომარეობები – ბავშვები და მოზარდები

შფოთვის ნიშნები:

  • რაიმეზე კონცენტრაციისა და ფოკუსირების გაძნელება;
  • დაღლილობა;
  • ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები;
  • მოტორული დაძაბულობა (ტრემორი, ტიკები, მოდუნების შეუძლებლობა);
  • აუხსნელი საფრთხის გამძაფრებული განცდა;
  • მორცხვობა და თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
  • გადაჭარბებული ფიქრი ყველაფერზე, შფოთვა (მომავლის შიში, ყველაფერზე აღელვების განცდა);
  • მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა;
  • სკოლაში წასვლაზე უარის თქმა;
  • დაბალი თვითშეფასება და თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
  • სოციალური ურთიერთობების თავიდან აცილება, ოჯახის გარეთ მეგობრების არყოლა;
  • პანიკა ან ისტერიკა მშობლებისგან განშორების დროს;
  • ვეგეტატიური დარღვევები (ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, მტკივნეული შეგრძნებები და სპაზმები კუჭსა და ნაწლავებში, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, სველი ხელისგულები).

ბავშვებსა და მოზარდებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია „სკოლის შიში“ ან „სკოლის ნევროზი“. ის ვლინდება სკოლაში სიარულზე უარი თქმით, ტიკების, მადისა და ძილის დარღვევის, გაღიზიანების, სომატური სიმპტომების (თავბრუსხვევა, ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში) სახით.

ფობიები

ზოგადი სიმპტომები:
  • გადაჭარბებელი შფოთვის ან პანიკის გრძნობა;
  • გაქცევის ძლიერი სურვილი;
  • "არარეალურობის" ან დეპერსონალიზაციის შეგრძნება (თითქოს დაკარგულია საკუთართავთან კავშირი);
  • შიში, რომ შეიძლება დაკარგო კონტროლი ან გაგიჟდე;
  • მოახლოებული სიკვდილის ან გონების დაკარგვის შეგრძნება;
  • გააზრება იმისა, რომ რეაქცია გადაჭარბებულია, მაგრამ შიშის მართვა და უმწეობისგანცდასთან გამკლავება შეუძლებელია.
ფიზიკური სიმპტომები:
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გახშირებული გულისცემა;
  • ტკივილი ან დაჭიმულობა გულმკერდის არეში;
  • კანკალი ან ტერმორი;
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლასთან მიახლოებული შეგრძნება;
  • კუჭ-ნაწლავის სპაზმები;
  • სიცხის ან სიცივის ტალღები;
  • სხეულში ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება;
  • ოფლიანობა.

მწვავე სტრესული რეაქცია

ზოგადი სიმტომები (თუ ტრავმული მოვლენა მოხდა ბოლო ერთი თვისგანმავლობაში):
  • ინტენსიური ფსიქოლოგიური ან ფიზიოლოგიური დისტრესი ტრავმული მოვლენის გახსენებისას; 
  • მოვლენის განმეორებადი, უნებლიე და შემაწუხებელი მოგონებები; 
  • დისოციაციური რეაქციები (მაგალითად, ფლეშბექები), როდესაც ადამიანი გრძნობს, თითქოსტრავმული მოვლენა ისევ ხდება; 
  • დერეალიზაცია — შეცვლილი რეალობის აღქმა, როდესაც ადამიანს აქვს დაბნეულობის ან დროის შენელების შეგრძნება, ან ყველაფერი „გაყინულად“ აღიქმება; 
  • ძილის დარღვევები (ძნელად ჩაძინება, წყვეტილი ძილი, უძილობა, მოვლენის შესახებ უსიამოვნო, განმეორებადი სიზმრები); 
  • მოვლენასთან დაკავშირებული მოგონებების, აზრების ან გრძნობების თავიდან აცილების მცდელობა;
  • მოვლენასთან დაკავშირებული გარეგანი შემახსენებლების (ადამიანები, ადგილები, საუბრები, საგნები, სიტუაციები) თავიდან აცილების მცდელობა;
  • ქცევის ცვლილებები, რომლებიც აწუხებს ადამიანს ან მის გარშემო მყოფებს (მაგ., აგრესია, სოციალური იზოლაცია ან თვითიზოლაცია);
  • მომატებული სიფრთხილე
  • კონცენტრაციის გაძნელება.

ადაპტაციის აშლილობა

რეაქცია სტრესულ გამოცდილებაზე − ადაპტაციის აშლილობა

ყოველი ჩვენგან ცხოვრებაში ვაწყდებით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელიც ძლიერ ემოციურ განცდებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული: გამოცდა, მშობლებს შორის დაძაბული საუბარი, მეგობართან კონფლიქტი, სკოლის დასრულება და სწავლის გაგრძელებაზე ფიქრი; ერთი შეხედვით საინტერესო და სახალისო მოვლენებიც კი, როგორიც უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის არჩევა ან ახალ სახლში გადასვლაა, შეიძლება მნიშვნელოვანი სტრესის წყარო აღმოჩნდეს. 

მოყვანილი ჩამონათვალი არასრული სიაა მოვლენებისა, რომელიც ჩვენში ხშირად საკმაოდ ძლიერ − დადებით თუ უარყოფით − რეაქციებს იწვევს და ეს სავსებით ბუნებრივია. ერთმნიშვნელოვნად არასასიამოვნო მოვლენებზე, როგორიცაა კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში, ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება თუ მნიშვნელოვანი გამოცდისთვის ხანმოკლე დროში მომზადების აუცილებლობა, შფოთვის, დაძაბულობისა და დათრგუნული განწყობის რეაქციები სავსებით მოსალოდნელი და ბუნებრივია; ეს ემოციები, უმეტესად, მალევე გაივლის ხოლმე, სტრესის გამომწვევი მოვლენის ჩავლასთან და დროის გავლასთან ერთად.

თუმცა, ხანდახან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ გარკვეულ სტრესულ მოვლენაზე ჩვენი ემოციური პასუხი ჩვეულებრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდეს (პირადად, ჩვენთვის, იმის გათვალისწინებით, ზოგადად როგორ ვრეაგირებთ ხოლმე; ასევე, იმ კულტურის და საზოგადოებაში გავრცლებული ნორმების გათვალისწინებით, რომელშიც ვცხოვრობთ); იმდენად ძლიერი და გახანგრძლივებული, რომ მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნას ჩვენს კეთილდღეობას, ხელი შეგვიშალოს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობაში, სწავლასა და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებში. ამ დროს, შესაძლოა, საქმე ადაპტაციის (შეგუების აშლილობასთან) გვქონდეს.

ადაპტაციის აშლილობა სტრესული მოვლენის მერე ვითარდება (ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ეს შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემები, საკუთარი ან სხვა ადამიანის მძიმე დაავადების შესახებ ინფორმაციის გაგება, ავტოსაგზაო უბედური შემთხვევა და სხვა). ამ დროს შეიძლება ხშირად და ბევრს ვტიროდეთ უმნიშვნელო და მცირე მოვლენებზე, რაზეც ადრე ასეთი რეაქცია არ გვექნებოდა; ბევრს ვფიქრობდეთ სტრესულ მოვლენაზე და მის შედეგებზე, მოცულები ვიყოთ სევდით, შფოთვით, ბრაზითაც კი, აღარ გვანიჭებდეს სიამოვნებას ის აქტივობები, რისი კეთებაც ადრე გვიხაროდა, გაგვიჭირდეს სტრესული მოვლენის შედეგად აღმოცენებულ ცვლილებებთან შეგუება. ადაპტაციის აშლილობის დროს, ხსენებული სირთულეები თავს იჩენს სტრესული მოვლენის შემდგომ ერთი თვის მანძილზე და, ჩეულებრივ, 6 თვის მანძილზე გრძელდება.

ადაპტაციის აშლილობის მართვა

ადაპტაციის აშლილობა ხშირად ვლინდება მსუბუქი დეპრესიის, შფოთვის ან პოსტ-ტრავმული აშლილობის სიმპტომების სახით.

ცხოვრების მანძილზე ყოველი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა სტრესული მოვლენის შემსწრე ან მონაწილე და ეს მოვლენები სტრესთან გასამკლავებლად ჩვენგან სხვადასხვა უნარების მობილიზებას მოითხოვს. იმის მიხედვით, თუ რა გზას ავირჩევთ, ჩვენი ქცევა, სტრესთან გამკლავების და პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, შეიძლება შეფასდეს როგორც დაძლევის ჯანსაღი, ან უარყოფითი სტრატეგია. პრობლემასთან გამკლავების ჯანსაღ სტრატეგიებს მიეკუთვნება:

  • პრობლემის გადაფასება − ხშირად სტრესული სიტუაციები და სხვადასხვა სირთულეები სიახლის და სასიკეთო ცვლილებების საშუალებასაც კი გვაძლევს ხოლმე; გვიჩნდება დრო, რაღაც ახალი დავიწყოთ, ახალი ადამიანები გავიცნოთ, დავფიქრდეთ, როგორი გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს;
  • დახმარებისთვის მიმართვა სანდო ადამიანისთვის − ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი, მასწავლებელი ან ნებისმიერი სხვა, ვინც მოგვისმენს და რთულ სიტუაციაში გვერდში დაგვიდგება; ხანდახან, სანდო ადამიანთან უბრალოდ საუბარი პრობლემის შესახებ და ემოციების გამოხატვაც კი თავს უკეთ გვაგრძნობინებს (ამას ემოციებისგან განტვირთვა, „განიავება“ ან „ვენტილაცია“ ეწოდება); დახმარების ძიება შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან კონსულტაციასაც;
  • ინფორმაციის მოძიება, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში;
  • პრობლემის გადაჭრის გეგმების შემუშავება და მათი სისრულეში მოყვანა (პრობლემის აღმოჩენა და სახელის დარქმევა; გადაჭრის გზების მოფიქრება; გადაჭრის გზის არჩევა და შემდგომ შედეგების შეფასება);
  • ზოგჯერ სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაც კი საჭირო ხდება − თუკი სკოლაში, ან სადმე სხვაგან, ჩვენს უფლებებ არღვევენ ან გვაბულინგებენ, საკუთარი თავის დაცვა აუცილებელი ხდება;
  • ხანდახან, სამწუხაროდ, რაიმეს შეცვლა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება; როდესაც დავფიქრდებით, არასასურველ სიტუაციაში რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი არა, სასურველია, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს მივმართოთ იმ შემთხვევებისთვის, რადაც რამის გაკეთება შეგვიძლია და შევეგუოთ იმას, რასაც ვერ ვცვლით. ამას, შესაძლოა, დრო დასჭირდეს (მაგალითად, ძვირფასი ადამიანის გარდაცვალების დროს), და, სავსებით ბუნებრივია, თუკი ამ პერიოდში დათრგუნულ განწყობაზე ვიქნებით;
  • ხანდახან, საჭიროა პრობლემაზე ფიქრს უბრალოდ თავი გავანებოთ და დავისვენოთ; თუმცა, ეს პრობლემიდან გაქცევაში არ უნდა გადაიზარდოს და, რაღაც მომენტში, მოქმედება უნდა დავიწყოთ;
  • ზოგჯერ, სტრესული სიტუაციიდან გარიდება ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს; როგორც ვთქვით, არსებობს სიტუაციები, სადაც ცხოვრების ამ ეტაპზე რაიმეს შეცვლა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება და ჯობს, ამ დროს სტრესს თავი უბრალოდ ავარიდოთ.

პანიკური შეტევა

ძირითადი სიმპტომები:
  • გულისცემის მოულოდნელი აჩქარება, რაც ხშირად ძლიერ შიშს იწვევს; 
  • სუნთქვის გაძნელება, ქოშინი; 
  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება; 
  • სისუსტე, თავბრუსხვევა ან გულის წასვლის წინა მდგომარეობა (აშკარა მიზეზის გარეშე);
  •  ძლიერი ოფლიანობა, შემცივნება ან სიცხე; 
  • შინაგანი ან გარეგანი კანკალი; 
  • ძლიერი შიში, პანიკა ან სიკვდილის შიშის განცდა; 
  • გულმკერდში სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება; 
  • გულისრევა ან დისკომფორტი მუცლის არეში; 
  • კონტროლის სრულად დაკარგვის განცდა, რაც შფოთვას კიდევ უფრო აძლიერებს;
  •  დერეალიზაცია (მიმდინარე მოვლენების ნამდვილიობის შეგრძნების დაკარგვა);
  •  დეპერსონალიზაცია (საკუთარი „მე“-ს განცდის გაქრობა).

    პანიკური შეტევის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა სუნთქვის დარღვევა: აღინიშნება სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ქოშინი და ჰიპერვენტილაცია, ზოგჯერ— დახრჩობის შიში. 

    გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები ვლინდება აჩქარებული გულისცემით, პულსაციის შეგრძნებით, გულის რიტმის დარღვევებით, გულის„გაჩერების“ განცდით, დისკომფორტითა და ტკივილით გულმკერდის არეში.

 

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა)

ძირითადი სიმპტომები:
  • გაღიზიანება, ბრაზის შეტევები ან აგრესიული ქცევა სხვა ადამიანების ან საგნების მიმართ; 
  • განმეორებადი კოშმარები ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებით; 
  • ტრავმასთან დაკავშირებული ფიქრებისა და განცდებისგან თავის არიდება; 
  • მუდმივი საფრთხის მოლოდინი, შეუსაბამო რეაქციები სიტუაციებზე ან მოვლენებზე, რომლებიც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენენ; 
  • ემოციური არასტაბილურობა, დათრგუნული ბრაზი და აგრესია; 
  • დანაშაულის და უღირსობის განცდა; 
  • ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეები, სოციალიზაციისგან თავის არიდება;
  •  შფოთვისა და შიშის შეტევები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება ტრიგერების (გამაღიზიანებლები, რომლებიც ტრავმული მოვლენის შემახსენებლებია) არსებობისას;
  •  ნაწილობრივი ამნეზია — ადამიანს არ ახსოვს ტრავმული მოვლენის ყველა დეტალი.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება ტრავმული მოვლენისnშემდეგ რამდენიმე კვირაში (საშუალოდ 3-დან 18 კვირამდე) და შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს — თვეებით ან წლებიც კი.

ტრავმის სიმპტომები ბავშვებში

ბავშვები ხშირად ვერ ახერხებენ სიტყვებით გამოხატონ თავიანთი ემოციები ან გაიხსენონ დეტალები იმის შესახებ, რაც მათ გადახდათ. ისინი საკუთარ განცდებს ხშირად თამაშში ან ნახატებში გამოხატავენ .

გთავაზობთ ზოგად სიმპტომების ჩამონათვალ, რომლებსაც მშობლებმა და მზრუნველეებმა უნდა მიაქციონ ყურადღება:

  • უნებლიე შარდვა ძილში (ენურეზი); 
  • მოულოდნელი და აუხსნელი აგრესიის ან ბრაზის შეტევები; 
  • ძილის დარღვევები და კოშმარები; 
  • რეგრესიული ქცევა, მაგალითად, როდესაც ბავშვი წყვეტს საუბარს, ავლენს განვითარების ადრეული ეტაპებისთვის დამახასიათებელ ქცევას; 
  • უჩვეულო და განმეორებითი აკვიატებული იდეების გაჩენა; 
  • კონცენტრაციის გართულება და ინტერესის დაკარგვა იმ საქმიანობების მიმართ, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა; 
  • მუდმივი შფოთვა, დაძაბულობა და მომატებული სიფრთხილე; 
  • უმიზეზო ტირილი; 
  • საშიში, ბნელი ან სევდიანი სიუჟეტების გათამაშება ან მათი ხატვა.

ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოსომატური სიმპტომები. ბავშვები შეიძლება უჩიოდნენ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, კუჭის ტკივილს ან გულისრევას.

 

ემოციური გადაწვის სინდრომი

ძირითადი სიმპტომები:
  • ქრონიკული დაღლილობა;
  •  ძილის დარღვევა;
  •  გაღიზიანება, ბრაზი;
  •  უმწეობისა და პესიმიზმის განცდა;
  •  აპათიისა და მოწყვეტილობის განცდა;
  •  კონცენტრაციის დაქვეითება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაკტში ტკივილები ან დისკომფორტი; 
  •  თავის ტკივილი;
  •  იმუნიტეტის დაქვეითება;
  •  დეპრესიული და/ან შფოთვითი მდგომარეობები;
  •  საკუთარი თავით უკმაყოფილება;
  • გარშემომყოფებისგან ემოციური დისტანცირება;
  •  დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ ვერ ასრულებ სამუშაოს როგორც გსურს ან არ ხარ პროდუქტიული.

დეპრესია

დეპრესიული მდგომარეობის ნიშნები ბავშვებში
  • ზოგადი ფიზიკური ტონუსის დაქვეითება (დაღლილობა, ნელ მოძრაობა, პასიურობა); 
  • ძილის დარღვევა (ღამის კოშმარები, ძილში სიარული);
  •  მადისა და კვებითი ჩვევების ცვლილება; 
  • განვითარების შეფერხება (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში); 
  • ფიზიკურიი ჩივილები (სისუსტე, მუცლისა და თავის ტკივილი); 
  • ემოციური ფონის ცვლილება (დაბალი გუნებ-განწყობა, აპათია, სენტიმენტალურობა, ცრემლიანობა, გაღიზიანება); 
  • სხვადასხვა სახის შიშების განვითარება (სიბნელის, მარტოობის, სიკვდილის, ცხოველების, გამოგონილი პერსონაჟების); 
  • ჩვეული ქცევის ცვლილება (სოციალური იზოლაცია, კონტაქტისგან გაქცევა, ინტერესის დაკარგვა სათამაშოების, თამაშების, საყვარელი საქმიანობებისა და ჰობის მიმართ).
დეპრესიული მდგომარეობების ნიშნები მოზარდებში
  • განწყობის ცვლილება (სევდა, მწუხარება, უგუნებობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა); 
  • ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება (მოძრაობის შენელება, ქცევის დაქვეითება, არაფრის კეთების სურვილი); 
  • ფიზიკური შეგრძნებების ცვლილება (ფიზიკური დაღლილობა, სისუსტე, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, ძილის დარღვევა); 
  • აკადემიური მოსწრების დაქვეითება (სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა); 
  • გარე სამყაროს მიმართ გულგრილობა; 
  • თვითდაზიანების ნიშნები; 
  • მომატებული დაღლადობა; 
  • სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა; 
  • აგრესიული და იმპულსური ქცევა; 
  • სუიციდური ქმედებები და სარისკო ქცევა.
დეპრესიული მდგომარეობების ნიშნები ზრდასრულებში

სიმპტომების ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ დროულად შევნიშნავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების გარკვეულ ნიშნებს, შეგვიძლია მივმართოთ სპეციალისტს და გავაუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ხშირად ეს პრობლემები დიაგნოზის გარეშე რჩება და არ ხდება მათი მკურნალობა — ეს იმიტომ, რომ ადამიანები სიმპტომებს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. უყურადღებოდ დატოვებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები შესაძლოა გადაიზარდოს ხანგრძლივ ტანჯვაში, დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი, გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია და გაზარდოს თვითმკვლელობის რისკი. 

შემდეგი ნიშნები შეიძლება დეპრესიის სიმპტომებად ჩაითვალოს:

  • გადაჭარბებული დაღლილობა (დღის განმავლობაში მუდმივი უძლურების შეგრძნება); 
  • შრომისუნარიანობისა და ფუნქციონირების შემცირება (კონცენტრაციის, მეხსიერების, გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველდღიური ამოცანების შესრულების სირთულეები); 
  • ძილის პრობლემები (ძილის ხანგრძლივობის შემცირება ან გაზრდა, ჩაძინების სირთულე ან ხშირი გამოღვიძება ღამით); 
  • ინტერესების დაკარგვა, უსარგებლობის შეგრძნება (ვეღარ იღებ სიამოვნებას იმ აქტივობებისგან, რომლებიც ადრე გვიყვარდა – ჰობი, სამუშაო, მეგობრებთან ურთიერთობა); 
  • იზოლაცია მეგობრებისგან და ურთიერთობის თავიდან არიდება (მარტო ყოფნა უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ადრე); 
  • სექსუალური აქტივობის დაქვეითება ან იმპოტენცია; 
  • გაღიზიანებულობა (შფოთვა, მოუთმენლობა, იმედგაცრუება, აგრესიული ან იმპულსური ქცევა); 
  • განწყობის ცვალებადობა (უკონტროლო ემოციები, მოკლე დროში ბრაზიდან და გაღიზიანებიდან ტირილზე გადასვლა); 
  • სევდა და პესიმიზმი (სევდის, უიმედობის, მარტოობის შეგრძნება, დანაშაულის ან თვითსიძულვილის გრძნობა); 
  • უიმედობა (მომავლის წარმოდგენის შეუძლებლობა, ცხოვრების უსარგებლობის განცდა, საკუთარი სიმცირე);
  • შფოთვა- ნერვიულობა,მოუსვენრობა, დაძაბულობის შეგრძნება; საფრთხის შეგრძნება, პანიკის ან შიშის განცდა; აჩქარებული გულისცემა; აჩქარებული სუნთქვა; ჭარბი ოფლიანობა; 
  • მადისა და წონის ცვლილება (უმადობა ან ზედმეტი ჭამა – დანაყრების შეგრძნების გარეშე;წონის უნებლიე კლება ან მატება); 
  • ფსიქოსომატური სიმპტომები (ტკივილი გულის არეში, მუდმივი თავის ტკივილები, საერთოსისუსტე, კრუნჩხვები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები – ფიზიოლოგიურიმიზეზის გარეშე); 
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი მიდრეკილება (ალკოჰოლის ან სხვა ნარკოტიკულისაშუალებების ხშირად ან დიდი ოდენობით მოხმარება); 
  • სიკვდილზე ფიქრი (აზრები, რომ სიკვდილი შეიძლება სჯობდეს სიცოცხლეს, თვითმკვლელობის გეგმის ჩათვლით).
დეპრესიის ნიშნები ხანდაზმულებში

როგორც წესი, ხანდაზმულებს იგივე ნიშნები და სიმპტომები აქვთ, რაც ზრდასრულებს, მაგრამ ხანდაზმულებში დეპრესია ხშირად უგულებელყოფილია, რადგან ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება შეცდომით მიეწეროს სიბერეს ან დემენციას. 

თუ თქვენს გარშემო მყოფი ხანდაზმული ადამიანი განიცდის შემდეგი სიმპტომებს: დაბალი გუნებ-განწყობა, ინტერესის დაკარგვა, გაღიზიანებადობა, განწყობის ცვალებადობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება (პრობლემები კონცენტრაციასთან, მეხსიერებასთან, დავალებების შესრულებასთან) ან ხშირად საუბრობს სიკვდილზე, აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს შეფასებისთვის.

 

Opatruj.se