თვითზრუნვის სულიერი ასპექტები

მოიყვანეთ თქვენი ცხოვრება თანხვედრაში თქვენს ღირებულებებთან

ღირებულებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც საზრისს ანიჭებს ჩვენს ქმედებებსა და ქცევას. 

საკუთარ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში ცხოვრება ხშირად იწვევს ნეგატიურ გამოცდილებებს (აზრებს, ემოციებს, ცხოვრებისადმი უკმაყოფილებას) და ამცირებს კეთილდღეობის განცდას.

თვიტზრუნვა სულიერი

რჩევები და რეკომენდაციები

დაუთმეთ გარკვეული დრო ფიქრს, რათა გააცნობიეროთ თქვენი ღირებულებები.

  • ხომ არ ეწინააღმდეგება ისინი თქვენს ქმედებებს?
  • შეგიძლიათ გაიხსენოთ მიზნები, რომლებსაც ერთ დროს ესწრაფოდით, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვით მათზე? ან ადამიანები, ნივთები და გამოცდილებები, რომლებიც დაკარგეთ ისეთი მიზნებისკენ სწრაფვისას, რომლებიც რეალურად თქვენს ღირებულებებს არ შეესაბამებოდა?

    თუ ასეა, დაფიქრდით იმ ცვლილებებზე, რომლებიც აუცილებელია, რათა დაიწყოთ ცხოვრება თქვენი ღირებულებების შესაბამისად.

  • აიღეთ  ფურცელი და თავისუფლად, განსჯის გარეშე, ჩაიწერეთ ყველა ფიქრი, რომელიც გაგიჩნდებათ.
  • დაიწყეთ ყველაზე რეალური და ხელმისაწვდომი ნაბიჯით (მაგალითად, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს) და შემდეგ დაგეგმეთ დანარჩენი ქმედებები. 
  • განაგრძეთ ფიქრი იმ ცვლილებებზე, რომლებიც უკვე განახორციელეთ თქვენს ცხოვრებაში, და შეაფასეთ, რამდენად შეესაბამება ისინი თქვენს ღირებულებებსა და მიზნებს.
სულიერი თვითზრუნვა

მედიტაცია

მედიტაცია არის გონებისა და სხეულის სიმშვიდის მდგომარეობა,  სიჩუმისა და სიცარიელის განცდა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს სრულად დააკვირდეს გარემოს განსჯის, შეფასების, გამოცდილებებისა და ცოდნის ტვირთის გარეშე. არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ სულიერი პრაქტიკა, როგორიცაა ლოცვა და მედიტაცია, ახდენს დადებით გავლენას როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ეს ასევე დასტურდება ნეირობიოლოგიური კვლევებით, რომლებიც აჩვენებენ, რომ მედიტაცია ფიზიკურად მოქმედებს ტვინზე. ვარაუდობენ, რომ სულ ხუთი 20-წუთიანი მედიტაციის სესია აუმჯობესებს ყურადღებას და ემოციურ თვითრეგულაციას, ამცირებს დეპრესიასა და შფოთვას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ადამიანები, რომლებიც მედიტაციის მეტ გამოცდილებას ფლობენ, აჩვენებენ უფრო მაღალ ემოციურ ინტელექტს და ნაკლებად არიან მოწყვლადი სტრესისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მიმართ, შედარებით მათთან, ვისაც ასეთი გამოცდილებები ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს.

რჩევებიდა რეკომენდაციები

არსებობს მედიტაციის მრავალი სკოლა, თუმცა მათი არსი ერთსა და იმავე მიზანს მიემართება — გონების სიმშვიდის მიღწევა და  გარე სამყაროზე მუდმივი ფიქრისგან გათავისუფლება. ლოცვა ან მედიტაცია შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხანგრძლივობით.

  • იპოვეთ კომფორტული პოზა, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და შეეცადეთ გაწმინდოთ გონება, ყურადღება გაამახვილეთ სუნთქვაზე.

  • ნაზად გაუშვით ნებისმიერი აზრი, რომელიც  მოდის, და კვლავ მიმართეთ ფოკუსი სუნთქვაზე.

  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში რეგულარულად, დღეში მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. დაფიქრდით, თუ რა გავლენას ახდენს მედიტაცია მთელი დღის განმავლობაში თქვენს განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.  შეეცადეთ თანდათან გაზარდოთ თქვენი ყოველდღიური მედიტაციის დრო.


გახსოვდეთ: მედიტაცია სიფრთხილით უნდა გაკეთდეს და შესაძლოა ყველასთვის არ იყოს შესაფერისი. თუ მედიტაციის დროს თავს კომფორტულად არ გრძნობთ ან ეჭვი გაქვთ მისი გავლენის ეფექტურობაში, ნუ გააგრძელებთ. დადებითი შედეგის მიღება შესაძლებელია სხვა გზებითაც — მაგალითად, საქმიანობით, რომელიც გავსებთ და სიამოვნებას განიჭებთ.

 

გახდით რელიგიური საზოგადოების ნაწილი

კვლევები ადასტურებს, რომ რელიგიური პრაქტიკა დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

  • რელიგიურ ჩართულობას ხშირად უკავშირდება დეპრესიული სიმპტომების შემცირება

  • რელიგიურობის მაღალი დონე (რელიგიის მნიშვნელობის გაცნობიერება, პირადი რელიგიური პრაქტიკა და წმინდა ადგილების მონახულება) დაკავშირებულია ცხოვრების უფრო მაღალ ხარისხთან და კეთილდღეობასთან.

  • როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში, ეკლესიაში რეგულარული სიარული დაკავშირებულია დეპრესიული სიმპტომების და სტრესის შემცირებასთან, რაც განპირობებულია  ეკლესიის მრევლს შორის სოციალური კავშირის ზრდით.

რელიგიური თემი

რჩევები და რეკომენდაციები

  • დაფიქრდით, თქვენს გარემოცვაში, ვისთან შეძლებთ რელიგიაზე საუბარს   და სულიერ საკითხებზე კითხვების  დასმას.

  • ისინი, დიდი ალბათობით, სიამოვნებით დაგეხმარებიან, სულიერი მოგზაურობისას თქვენი საკუთარი გზის პოვნაში.

  • მოძებნეთ  ადგილობრივი რელიგიური თემი. თუ შესაძლებელია, ეწვიეთ მას.

  • ნუ მოგერიდებათ სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და თქვენთვის ყველაზე მისაღები სარწმუნოებრივი გზის პოვნა.

გამოყენებული ლიტერატურა

მედიტაცია და ლოცვა
  1. Oxford Advanced Learner's Dictionary
  2. Galante, J., Galante, I., Bekkers, M.J. and Gallacher, J., 2014. Effect of kindness-based meditation on health and well-being: a systematic review and meta-analysis. Journal of consulting and clinical psychology, 82(6), p.1101.
  3. Shonin, E., Van Gordon, W., Compare, A., Zangeneh, M. and Griffiths, M.D., 2015. Buddhist-derived loving-kindness and compassion meditation for the treatment of psychopathology: A systematic review. Mindfulness, 6(5), pp.1161-1180.
  4. Worthington Jr, E.L., Kurusu, T.A., McCollough, M.E. and Sandage, S.J., 1996. Empirical research on religion and psychotherapeutic processes and outcomes: A 10-year review and research prospectus. Psychological bulletin, 119(3), p.448.
  5. Newberg, A.B. and d'Aquili, E.G., 2000. The neuropsychology of religious and spiritual experience. Journal of Consciousness Studies, 7(11-12), pp.
  6. Tang, Y.Y., Ma, Y., Wang, J., Fan, Y., Feng, S., Lu, Q., Yu, Q., Sui, D., Rothbart, M.K., Fan, M. and Posner, M.I., 2007. Short-term meditation training improves attention and self-regulation. Proceedings of the National Academy of Sciences, 104(43), pp.17152-17156
  7. Chu, L.C., 2010. The benefits of meditation vis‐à‐vis emotional intelligence, perceived stress and negative mental health. Stress and Health: Journal of the International Society for the Investigation of Stress, 26(2), pp.169-180.
მოიყვანეთ თქვენი ცხოვრება თანხვედრაში თქვენს ღირებულებებთან
  1. Schwartz, S.H. and Bilsky, W., 1987. Toward a universal psychological structure of human values. Journal of personality and social psychology, 53(3), p.550
  2. James E. Burroughs, Aric Rindfleisch, Materialism and Well-Being: A Conflicting Values Perspective, Journal of Consumer Research, Volume 29, Issue 3, December 2002, Pages 348–370, 
  3. Elliot AJ, Sheldon KM, Church MA. Avoidance Personal Goals and Subjective Well-Being. Personality and Social Psychology Bulletin. 1997;23(9):915-927. 
გახდით რელიგიური საზოგადოების ნაწილი
  1. Religiousness and depression: evidence for a main effect and the moderating influence of stressful life events
  2. Smith, T. B., McCullough, M. E., & Poll, J. (2003). Religiousness and depression: Evidence for a main effect and the moderating influence of stressful life events. Psychological Bulletin, 129(4), 614– 636. 
  3. Dilmaghani, M. (2017). Religiosity and subjective wellbeing in Canada. Journal of Happiness Studies. 
  4. Orr J, Tobin K, Carey D, Kenny RA, McGarrigle C. Religious Attendance, Religious Importance, and the Pathways to Depressive Symptoms in Men and Women Aged 50 and Over Living in Ireland. Research on Aging. 2019;41(9):891-911. 
  5. Kidwai, R., Mancha, B. E., Brown, Q. L., & Eaton, W. W. (2014). The effect of spirituality and religious attendance on the relationship between psychological distress and negative life events. Social Psychiatry and Psychiatric Epidemiology, 49, 487–497. 
  6. Smith, C., & Faris, R. (2003). Religion and American adolescent delinquency, risk behaviors and constructive social activities. Chapel Hill, NC: National Study of Youth and Religion. 
 
Opatruj.se